ანდრეი ერმაკი – გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა – საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება

გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა. დიქტატორები არასდროს ჩერდებიან თავისი ნებით. დაშოშმინება მხოლოდ კიდევ უფრო დიდ ომებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრთხე მხოლოდ ს მეზობლებს არ ემუქრება და მთელი კაცობრიობა რისკის ქვეშაა.
“თუ აგრესორების ახალი ღერძი ში წარმატებას მიაღწევს, ის აქ არ გაჩერდება. სწორედ ამიტომ, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება – მთელი ევროპა რისკის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მთელი კაცობრიობა”, – აცხადებს ერმაკი.