უკრაინაში ოპერაცია მიმდინარეობს ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციისთვის“

დღეს, 21 ივლისს დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად დაიწყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, ანტიკორუფიული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით. კიდევ ერთი ეჭვმიტანილია რუსეთში ბიზნესის უკანონოდ წარმოებაში.
თავად უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დილით გაავრცელა მოკლე განცხადება, რომ უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სასამართლოს დადგენილების გარეშე.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ანტიკორუფიულ სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან 80-მდე ჩხრეკა მიმდინარეობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია