მედია – უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა“, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, ს ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ.
ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 80 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – შეიძლება ისტორიული კატასტროფა დაგვემართოს, თუ საქართველომ დაკარგა უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დასასრული აღმოჩნდეს, რაც რუსეთის ძალიან დიდი ხნის ოცნებაა