მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. 21 ივლისს შუაღამის შემდეგ, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხით პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები დრონების „ჩამოგდების“ და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე სპეციალისტების მუშაობის“ შესახებ.
ამ ცნობების მიხედვით, საუბარია 15-მდე უპილოტო საფრენ აპარატზე.
მოსკოვის მერმა დაასახელა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილი, დასახლება კიევსკი, რომელიც ქალაქ მოსკოვის ტროიცკის რაიონში მდებარეობს. სობიანინის თანახმად, სერიოზული დაზიანებები არ არის და არავინ დაშავებულა. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
მოსკოვის მერი დრონებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა 20 ივლისსაც.
ს ხელისუფლების თანახმად, 21 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქზეც.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თანახმად, დრონები „განადგურებულია“ ქალაქებში ნოვოშახტინსკში, ნოვოჩერკასკსა და შახტიში. სლიუსარი ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.
ამ ქალაქებში მდებარეობს არაერთი მსხვილი ქარხანა, მათ შორის საავიაციო და ნავთობპროდუქტების. ს რუსეთის მსგავსი ობიექტები, რომლებიც არმიის მომარაგების პროცესში მონაწილეობენ, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული.
21 ივლისს, როსტოვის ოლქზე დრონებით შეტევისას დაზიანდა დასახლებულ პუნქტ კამენოლომნიში მდებარე რკინიგზის სადგური.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, ნამხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო 26-მა სამგზავრო მატარებელმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – შეიძლება ისტორიული კატასტროფა დაგვემართოს, თუ საქართველომ დაკარგა უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დასასრული აღმოჩნდეს, რაც რუსეთის ძალიან დიდი ხნის ოცნებაა