ტრამპმა ბრაზილიას მაღალი საბაჟო ტარიფები დაუწესა – დეტალები

-ში იმპორტირებულ ბრაზილიურ პროდუქტებზე დონალდ ტრამპმა 50%-მდე ტარიფები დააწესა.
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან ახსენა „კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც მისი მოკავშირის, ყოფილი ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ არის მიმართული. ამ უკანასკნელს ამჟამად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ასამართლებენ. ეს ბრალდება ბოლსონარუს ბრაზილიის პროკურატურამ 15 ივლისს წაუყენა.
მოქმედი პრეზიდენტი ლულა ბრაზილიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოვიდა და ამერიკელი კოლეგის მუქარების მხარდამჭერებს „ქვეყნის მოღალატეები“ უწოდა. „ბრაზილიას მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავს. ეს არის ბრაზილიელი ხალხი“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ტრამპმა ხაზგასმით მოითხოვა, რომ ლულას მთავრობამ ბოლსონარუზე თავდასხმები შეწყვიტოს.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა