რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 20 ივლისს შეხვდა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის, აიათოლა ალი ხამენეის, უფროს მრჩეველ ალი ლარიჯანის.
ამის შესახებ Reutersი – იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიაზე“ დაყრდნობით, რომელიც კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს იმოწმებს.
პუტინმა და ლარიჯანიმ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის
ესკალაციის და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხები.
პესკოვის თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ მხარს უჭერს რეგიონის სტაბილიზაციას და ირანის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური საშუალებებით გადაწყვეტას.
რუსეთმა და ირანმა 2025 წლის იანვარში გააფორმეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულია. ის არ წარმოადგენს სამხედრო ალიანსს და არ ავალდებულებს რუსეთს დაიცვას ირანი.
ისრაელის და შემდეგř აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების პერიოდში პუტინი შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის და დაგმო „სრულიად არაპროვოცირებული აგრესია“ ირანის მიმართ, რისთვისაც მას სტუმარმა მადლობა უთხრა.
ფორუმი