პაპი ლეონ XIV მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ომის “ბარბაროსობა” ღაზაში

20 ივლისს, რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მოითხოვა მისი დასრულება. პაპი გამოვიდა მოწოდებით „ძალის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ“, ს სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე სისხლიანი დარტყმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

„კიდევ ერთხელ მოვითხოვ ომის ბარბაროსობის დაუყოვნებლივ დასრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა ლეონმა “ანგელოზის ლოცვის” ბოლოს.
17 ივლისს ღაზის ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის არმიის დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

20 ივლისს ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელების ჯგუფს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 44 ადამიანი.

„ამ მომენტისთვის, 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დახმარების მოლოდინში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს“ ქალაქ ღაზასთან ახლოს, ტერიტორიის ჩრდილოეთით, განუცხადა სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს.
ისრაელის სამხედროებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.