საავადმყოფოში გარდაიცვალა უკრაინის დედაქალაქ კიევზე 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესახებ დღეს, 3 იანვარს, იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 29.
29 დეკემბერს რუსეთის არმიამ კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მიიტანა მასირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, ეს იყო ჰაერიდან ყველაზე მასირებული იერიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა 158 რაკეტა და დრონი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 158-დან 114 სამიზნე გაანადგურეს.