ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნავ Wonder Sea-ზე 48 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ჰა-ლონგის ყურის, ტურისტებისთვის პოპულარული ადგილის, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნავი ძლიერი ქარის შედეგად გადაბრუნდა.
გამოცემა VNExpress-ის ცნობით, მაშველებმა ინციდენტის ადგილთან ახლოს 12 ადამიანი გადაარჩინეს და 38 ცხედარი იპოვეს.
ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ყველა ტურისტი ვიეტნამელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)