სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას The Guardian-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 6 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
კვირას დილით, სეულიდან აღმოსავლეთით 70 კილომეტრში, კიონგის პროვინციის კურორტ გაპიონგის ოლქში მეწყერმა სახლები დაფარა, ადიდებულმა წყალმა კი ავტომობილები წაიღო.
სამხრეთ კორეაში კოკისპირული წვიმა ოთხშაბათს დაიწყო. სტიქიამ, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილები დააზარალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება