ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ადასტურებს, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანს ვერ მიაღწია

„ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა ადასტურებს, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.
„ეს ადასტურებს, რომ სიონისტურმა რეჟიმმა, ომის დანაშაულების, გენოციდის, ნგრევისა და -ის პირდაპირი მხარდაჭერის მიუხედავად, ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ტერორისტული რეჟიმის ტერორისტული მანქანის მიერ სხვა ქვეყნებში ბოროტი საქმიანობა რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნის“.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. „ჰამასი“ თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ს მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.