ტურბულენტობა, ფინანსურ რესურსებზე წვდომა – რა გამოწვევები აქვს სამშენებლო სექტორს?

სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო მასალების კომპანია Grossmann-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკური წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, თუმცა, დიდი პოტენციალის მიუხედავად, ბაზარზე რყევებია, რაც სექტორს და, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს, განვითარებაში უშლის ხელს. ამის შესახებ ვახტანგ კაჭარავამ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
“სულ ვამბობ, რომ ინფრასტრუქტურა და მშენებლობა არის ხერხემალი ნებისმიერი ქვეყნის წარმატებისთვის, ვინაიდან როგორც კი ინფრასტრუქტურაში და მშენებლობაში ეკონომიკური ამინდი კარგია, ეს არის გადამდები სხვა სექტორებისთვის, იქნება ეს ვაჭრობა, საავტომობილო მიმართულება, ლოგისტიკა თუ ა.შ. იხარჯება ფული და შენდება რაღაც, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება სამოქალაქო მშენებლობა, კომერციული, თუ რაღაც სხვა მიმართულებით, ეს ავტომატურად იწვევს სხვა სექტორების გაზრდას, გაძლიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ძალიან რთულია, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ იცხოვროს ჯანსაღად და ჰქონდეს ჯანსაღი ეკონომიკა.