რატომ არ მიჰყავს ს საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

რატომ არ მიჰყავს ს საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.
ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ზელენსკიმ ეს ხალხი ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ფრონტის ხაზზე ს წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ნაცვლად ამისა, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებულმა პირებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ს მხარეს გადავიდნენ და შემდგომ, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უკრაინელ კრიმინალებს ბრალად მძიმე დანაშაული აქვთ დადასტურებული, უმეტესობა მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის შიდსის ვირუსი უფიქსირდებათ. რისკების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი განაცხადა.
უკრაინელი კრიმინალების სამშობლოში დეპორტაციის პროცესში იყო ვარიანტი, რომ ეს პირები მოლდოვას გავლით დაებრუნებინათ ქვეყანაში, მაგრამ მოლდოვას ხელისუფლებამ ამ ვარიანტზე უარი თქვა. დღეს საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ უბრუნებს საკუთარ მოქალაქეებს, მათ იარაღად იყენებს და საქართველოში აგზავნის.
„პრაიმ ტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რესპუბლიკის უარის შემდეგ უკრაინას მათი მოქალაქეების დაბრუნების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეების დაბრუნების რა ფორმა შესთავაზა -მ კოლეგებს და მიიღო თუ არა პასუხი. ინფორმაციას განახლდება, როგორც კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მივიღებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი