აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი რუსულენოვანი პირები “ფარმადეპომ” შეიფარა – მედია

პარ­ლა­მენ­ტის­კენ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბი­სას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მყოფ რუ­სულ ენო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.
რო­გორც მსვლე­ლო­ბა­ზე მყო­ფი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, გამ­ვლე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ, მათ ჰკი­თხეს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მი­ზე­ზი, პა­სუ­ხის მოს­მე­ნის შემ­დეგ კი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, რა­საც სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.
ტვ პირველის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი ე.წ. ტიტუშკები სააფთიაქო ქსელმა, “ფარმა დეპოს” ფილიალმა შეიფარა.
სიტუაციის განმუხტვას აქციის მონაწილეები შეეცადნენ, მოგვიანებით ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია.