სწრაფი კვების ამერიკული ბრენდის, Wendy’s-ის რიგით 21-ე ფილიალი საქართველოში, თავისუფლების მოედანზე უკვე გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს Wendy’s-ის აზიის, წყნარი ოკეანეთის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის (APMEA) მმართველი დირექტორი, კრის კონვეიც ესწრებოდა, რომელმაც “საქმიანი დილას” ეთერში BMG-სთან ბრენდის ქართულ განვითარებასა და გლობალურ ექსპანსიაში Wendy’s Georgia-ს როლზე ისაუბრა.
კრის კონვეისთან ინტერვიუს BM.GE გთავაზობთ:
– კრის, შენ როგორც APMEA-ს მმართველი დირექტორი, ციტირებას ისევ შენგან მოვიყვან, პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რომ Wendy’s-ის ბრენდმა აითვისოს თავისი სრული პოტენციალი მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე… გლობალური გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარი ბრენდის საერთაშორისო ასპარეზზე ზრდისთვის?
