TSMC-ის მოგება II კვარტალში 60%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია (forbes.ge)

ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კომპანიის, TSMC-ის წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 60.7%-იანი ზრდა აჩვენა, რითაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. კომპანიის შემოსავლისა და მოგების ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ნახევარგამტარებზე მოთხოვნის ზრდაა, განსაკუთრებით – ს ტექნოლოგიაში.
TSMC-ის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისის პერიოდში $13.53 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიისათვის რეკორდული მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ TSMC ნახევარგამტარების ტაივანური მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის -ჩიპებიც ინდუსტრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. TSMC-სთან ამ მიმართულებით ისეთი კომპანიები პარტნიორობენ, როგორებიც Apple-ი და Nvidia არიან.
კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოსავალი და მოგება მომდევნო კვარტალებშიც გაიზრდება. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ კომპანიის მოგების ასეთი მკვეთრი ზრდა შესაძლოა -ის მიერ ტაივანისათვის ტარიფების დაწესების დამსახურებაც იყოს.
საინტერესოა, რომ ბოლო ხუთი კვარტალია, კომპანია ორნიშნა ზრდის მაჩვენებელს აფიქსირებს. რამდენიმე თვის წინ კი კომპანიამ აშშ-ში $100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებაზე განცხადებაც გააკეთა.
forbes.ge