უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს

უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს
ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.
მაჭავარიანის თქმით, მას შემდეგ, მუდმივია მცდელობები, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
„თვალს ვადევნებთ იმ შანტაჟის გაგრძელებას, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც ში ომი დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იხსნება – ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს და შესაბამისად მას მერე არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეუსრულებს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი ნათელია და სწორედ ამიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას“, – აცხადებს მაჭავარიანი.
Next: „ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე დ აქციოს,” – გამოცემა Steigan

ასევე დაგაინტერესებთ

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი