ზელენსკი წერს, რომ უკრაინას ღამით 300-ზე მეტი დრონით და 30 რაკეტით დაესხნენ თავს

უკრაინის პრეზიდენტი 19 ივლისის ღამით ს მიერ განხორციელებული მასირებული შეტევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვლავ რჩებიან უპილოტო საფრენი აპარატები.
„დაიბომბა დონეცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ვოლინის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის ოლქები. სუმში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შოსტკაში განხორციელდა კომბინირებული დარტყმები. ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს,“ – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.
პრეზიდენტის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადშიც, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიოს ლიდერებს, მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის და მოუწოდებ, დაჩქარდეს ში სამხედრო წარმოების განვითარება.
„საჭიროა ერთობლივი იარაღის წარმოება, ინვესტიციები დრონების (განსაკუთრებით, მათ შორის, გამანადგურებლების) წარმოებაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობის უზრუნველყოფა აქ, უკრაინაში. ეს ყველაფერი სიცოცხლეს იცავს და უკრაინას ეს დაუყოვნებლივ სჭირდება“, – ამბობს ზელენსკი.
ფორუმი