„საქართველოს უომრად დატოვება ნიშნავს ამ ქვეყნის დაჩქარებული ტემპებით გაძლიერებას, რაც არ შედის გლობალისტების გეგმებში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში „დიიპ სტეიტი“ საქართველოში ვერ მოიკიდებს ფეხს.
თამარ ჩიბურდანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაში და ეროვნული პრინციპების დაცვაშია.
„როდესაც ავღანეთიდან ჯარი გაიყვანეს, მაშინვე გასაგები იყო, რომ რომელიღაც ქვეყანა ჩაიფიქრეს ახალი ავღანეთისთვის. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გასაგები იყო, რომ ეს ქვეყანა უნდა დაენაწილებინათ, მაგრამ საქართველოს ომში ჩართვის მოთხოვნის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩვენს ქვეყნას ავღანეთიზაცია ემუქრებოდა. თუკი აქ ომს დაიწყებდნენ, ის მიზანმიმართულად დიდხანს გაგრძელდებოდა, რადგან საქართველო ყველაზე ხელსაყრელი გეოგრაფიული წერტილიდან, ახალი მსოფლიოს კონსტრუქციისთვის პოლიგონად სჭირდებათ. ეს კი ხანგრძლივ დროს მოითხოვს.
როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენზე გამოილაშქრა, მაშინ ვთქვით, რომ ისინი საქართველოში ებრძოდნენ არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც ჩინეთს. როდესაც ომში ჩართვა მოგვთხოვეს, მაშინ გონივრული ეჭვი გაუჩნდა საზოგადოებას, რომ ეს არ იყო მიმართული მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამ ეჭვებს ამყარებს ცოტა ხნის წინ ირან-ისრაელის და ამერიკის სამხედრო ქმედებები. ასევე, შუა აზიიდან და შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი ეკონომიკური გზის კონტროლის სურვილი და სამხრეთ კავკასიაში ბომბად შემოგდებული ეთნოშუღლი.
საქართველოს უომრად დატოვება ნიშნავს ამ ქვეყნის დაჩქარებული ტემპებით გაძლიერებას, რაც არ შედის გლობალისტების გეგმებში. უომრად საქართველოში “დიიპ სტეიტი” ფეხს ვერ მოიკიდებს, ამიტომ საფრთხე იმაზე ბევრად რეალურია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ამ ურთულეს პერიოდში ხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენია საკუთარი ხალხი. თუკი საზოგადოება მტკიცედ დადგება ეროვნული პრინციპების დასაცავად, მაშინ ვერც ერთი გარე ძალა ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩართვას. ხელისუფლებისა და ხალხის გასახლეჩად არის სწორედ დაწერილი ევროპული რეზოლუცია და ამერიკული „მეგობარი აქტი”. თუმცა, ამით იმაზე მეტ უკუშედეგს მიიღებენ, როგორიც მიიღეს შარშან საპარლამენტო არჩევნებზე,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Next: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა
