ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, -სა და ვენესუელას შორის პატიმრების გაცვლა შედგა, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა სალვადორში დეპორტირებული 200-ზე მეტი ვენესუელის მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა.
„ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ვენესუელის მთავრობამ სალვადორიდან 252 ვენესუელის მოქალაქის გათავისუფლება დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა