რა შემოსავალი აქვს Wolt-ის მიტანის სერვისს საქართველოში

მიტანის სერვისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ “ვოლტ ჯორჯიამ” საკუთარი ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. კომპანიის ანგარიში 2024 წელს მიღებულ შემოსავლებს ასახავს და მისი მიხედვით აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავლების მთლიანობაში 65%-ით გაიზარდა და მან 86 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს თანხა არ მოიცავს უშუალოდ კურიერების მიერ მიღებულ შემოსავლებს, რომელიც კომპანიის ანგარიშში წარმოდგენილი არაა. ამასთან, კომპანია საკუთარი შემოსავლების მაჩვენებლებს აკლებს სპეციალურ წახალისებებს, რომლებსაც პარტნიორ ობიექტებზე გასცემს, რაც 2024 წელს 36.7 მილიონ ლარს შეადგენდა, რის შედეგადაც კომპანია შემოსავლად 49.3 მილიონ ლარს უთითებს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 36%-ით მეტია.
ანგარიშის თანახმად, Wolt-ს საქართველოს მასშტაბით სულ 13,055 პარტნიორი კურიერი ჰყავს. კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: