ცუკერბერგმა Meta-ს აქციონერებთან $8-მილიარდიან სადავო საქმეზე შეთანხმებას მიაღწია

ცუკერბერგმა Meta-ს აქციონერებთან $8-მილიარდიან სადავო საქმეზე შეთანხმებას მიაღწია
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებმა აქციონერთა ჯგუფთან, რომელიც მათ მომხმარებელთა მონაცემების შეგნებულად შეგროვებასა და მესამე მხარისთვის გადაცემას ედავებოდა, შეთანხმებას მიაღწიეს. ამით ხანგრძლივი $8-მილიარდიანი დავა დასრუდა.
ცნობისთვის, Facebook-ის აქციონერებმა კომპანიის ხელმძღვანელობას 2018 წელს უჩივლეს და განაცხადეს, რომ მათ შეგნებულად დაარღვიეს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან დადებული შეთანხმება, მომხმარებლების მეგობრების შესახებ მონაცემების მესამე მხარის აპლიკაციებთან გაზიარებით, ამ მეგობრების ინფორმირების გარეშე.