“საქართველოს საღად მოაზროვე ხელისუფლება არ დანებდება დასავლურ პროვოკაციებს”– რუსი მაღალჩინოსანი
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ქართული ოცნება შეაქო.
“იქ საღად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება, ხელისუფლებაა და რა თქმა უნდა, ისინი დღეს ცდილობენ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, არ დანებდნენ დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციებს და განაგრძონ ურთიერთობა საკუთარი სუვერენიტეტის ფარგლებში.” – თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა.
ვოდოლაცკის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “დასავლეთის მიერ ხელდასმული იყო და მათ ყველა ბრძანებას ასრულებდა” და ამიტომ, მისივე აზრით, საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) დატოვა.
ვოდოლაცკი ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსია, რომელიც გასულ წლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხსა და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკობდა.
