ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები – ინფორმაციას ახალი შეზღუდვების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკა ავრცელებს X-ზე.
სანქცირებულთა შორის არიან ქართული ოცნების დეპუტატები, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მოსამართლეები, მათ შორის არიან მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები ვიქტორ მეტრეველი და ნინო სახელაშვილი, იუსტიციის ახლადდანიშნული მინისტრი პაატა სალია და ასევე ახლადდანიშნული გენერალური პროკურორი.
“ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დისპროპორციულ სასჯელს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ესტონეთი კვლავ დგას ქართული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისა და ევროპული მომავლოსთვის” – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ახლადსანქცირებულ ქართველთა 19 კაციანი სია ასე გამოიყურება:
· ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე)
· გვარაკიძე გიორგი (გენერალური პროკურორი )
· ალუდა ღუდუშაური ( ოცნების დეპუტატი)
· ილია ინჯია ( ოცნების დეპუტატი)
· ირაკლი ქადაგიშვილი ( ოცნების დეპუტატი)
· ანი ხუბეჯაშვილი (პროკურორი)
· მარიამ ლაშხი ( ოცნების დეპუტატი)
· გურამ მაჭარაშვილი ( ოცნების დეპუტატი)
· მარი მეშველიანი (პროკურორი)
· ვიქტორ მეტრეველი (მოსამართლე)
· ჯვებე ნაჭყებია (მოსამართლე, სანქცირების დღეს მან 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა პროევროპული აქციების ერთ-ერთ მონაწილეს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანრი კვარაცხელიას)
· ნინო სახელაშვილი (მოსამართლე)
· პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი)
· თენგის შამანაშვილი ( ოცნების დეპუტატი)
· ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე)
· სოზარ სუბარი (ოცნების ყოფილი დეპუტატი, ამჟამად წარმოადგენს მის სატელიტ პარტიას, “ხალხის ძალა”)
· ალექსანდრე ტაბატაძე ( ოცნების დეპუტატი)
· სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი)
· ნათია ტატიაშვილი
ჯამში ესტონეთს სავიზო შეზღუდვა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების 102 წარმომადგენლისთვის აქვს დაწესებული.
