ბათუმის ცენტრში, რესტორანში მოკლული კაცი თურქეთის მოქალაქეა

საქართველოს საზღვაო კურორტის, ბათუმის ცენტრში მდებარე რესტორანში თურქეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. სროლის ხმა ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მიმდებარედ, „გრილ რესტორანში“ დაახლოებით 15:00 საათზე გაისმა.
სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები. გავრცელებულ ვიდეოკადრში ჩანდა იატაკზე პირქვე, უძრავად მწოლიარე კაცი, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დადასტურდა, ის გარდაიცვალა.
„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები… სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა (108) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (236) კვალიფიკაციით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა