ზაზა ჯანაშია ნიჭიერი და არაორდინარული ფორვარდი იყო, გამორჩეული მანერით. მოსკოვის “ლოკომოტივში” წარმატებულმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა, რასაც თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯანაშია 1999 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა…
იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება…
– ხშირად საუბრობენ თქვენს თაობაზე – ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ…
– დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო –
ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი! ქინქლაძეს ვარჯიშიც არ სჭირდებოდა, ის ასეთი ბუნებრივად იყო. ამბობენ, რომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, ამას არ ვეთანხმები! მაგ პერიოდში არ იყო ამდენი გაშუქება, თორემ გიორგი ძალიან დიდ გუნდებსა და ჩემპიონატებში გამოდიოდა… ერთი განსხვავება, რაც მაშინდელ და დღევანდელ გუნდს შორისაა, ისაა, რომ იმ პერიოდში “სიტის”, “აიაქსის”, “შალკეს”, “აინტრახტის” ფეხბურთელები გვყავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ამ დონის ბევრი ლეგიონერით ვერ დავიკვეხნით… კიდევ, უამრავი პრობლემა, ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ და ამანაც შეამცირა კონტინგენტი…
– მოსკოვის “ლოკომოტივში”, თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. “ლოკომოტივში”იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია…
– მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას – სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს… “ლოკომოტივში” თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ…
– ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს…
– კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.
– თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის “ლაციოს” გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც…
– ის “ლაციო” საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია – მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი… დამიმალეს “ლაციოს” ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები – ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!
– რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა – რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
– კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!
– რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაშში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
– მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში. როცა გამომიძახეს, მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა… წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.
– როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით, არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
– არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.
– თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა…
– მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა… ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.
ჯანო იყო იყო თვით ნაბადი ოქრო მარა დისციპლინამ თავის ქნა ნუ რაც არი არი რაც არველაძეებთან დაპირისპირებას შეეხება თვითფრინავში სლოვენიასთან გასვლით მატჩზე დააყარეს ერტმანეთს იმ თამაშსი კი ჯანომ ულამაზესი გოლი გაიტანა თბილისში კი რუმინეთთან მატჩზე მთელი სტაიონი ჯანოს სკანდირებდა და ძლივს გამოიყვანეს მაშინ ძოძუაშვილი და ყიფიანი იყო ტრენერები
ჯანასია იყო საოცრად ძლიერი თავდამსხმელი.
დაპირისპირება იყო რათქმაუნდა არველეძეებთან , მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველა მოთამაშე ცდილობს თავის კონკურენტს აჯობოს.
იყო 2 ჯგუფი თავდასმაში – არველაძეებთან დაკავსირებული
და რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეები.
ნაკრების ბირთვის იმ დროს იყვენენ ყოფილი დინამოელები.
და მათ მიყავდათ ასე ვთქვათ პარადი.
და მათ შორის რომ იყო დაპირისპირება ეს თავად მოთამაშეების ბრალი კი არ იყო არამედ მწვრთნელის, რომელსაც პირველ რიგში ევალება დაპირისპირების გადაზრდა ჯანსაღ კონკურენციაში,
რაც თავის დროზე თავი ვერ გაართვეს ყიფიანის და ძოძუაშვილის ტანდემმა.
მახოსვს ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ძირითადში დააყენეს ჯანაშია აშვეთიას დუეტი, და მაშინდელმა მწვრთნელმა გაოცება ვერ დამალა თუ როგორი შეთამაშებული იყვნენ და რა მარAლი დონის თამაში აჩვენს, მაგრამ რად გინდა შემდეგ ისევ არველაძე დააყენა ძირითადში.
მაგალითად ძოძუაშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ ჯანაშია არის მაღალი დონის თავდამსხმელი მაგრამ მე მაინც არველაძე მირჩევნიაო.
აი ასეთ უპასუხისმგებლო განცახდებას რომ გააკეთებს ნაკრების მწვრთნელი, ფაქტიურად დააკნინებს თავისი გუნდის მოთამაშეს რაღაზეა საუბარი.
ასეთი გამოთქმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გაათავისუფლებდა ასეთ მწვრთნელს.
ეხლა წარმოგიდგენიათ რომ პოჩეტინომ გააკეთოს განაცხადი ნეიმარი დაბალი კლასის მოთამაშეა მბაპესთან და მესისთან სედარებითო, ხო ეგრევე პანჭურის კვრით გააგდებენ გუნდიდან 🙂
აი ეს იყო მიზეზი რომ იმ თაობამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.