ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა

კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, , რომელიც ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, წარმოუდგენელია სერიოზულად აღიქვას რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ.
„კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება. წარმოუდგენელია, ირაკლი , რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, ჩვენს მეგობრებს ასეთი აღვირახსნილი, ანტიევროპული კამპანიით პასუხობს, ელჩებს და სახელმწიფოებს თავს ესხმის, სერიოზულად აღიქვას რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ.
ამ რიტორიკით, ლეგიტიმაციის მიღებით კი არ არის დაინტერესებული, მაქსიმალურად ცდილობს იმ ზიანის მინიმიზებას, იმ საფრთხის, რომელიც შიდა პოლიტიკურ ამბებში ელოდება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით ირაკლი კობახიძეს.
ტყუილი და „ფეიკია“ ის, რომ თითქოს ევროპის გამალებული მილიტარიზაცია მიდის, ომში გვრთავენ და ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და მშვიდობის საპირწონედ დგას. „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. სანდოდ არ აღიქვამენ მის განცხადებებს“,- აღნიშნავს სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს