გია ხუხაშვილი: პაპუაშვილმა მორიგ ჯერზე მოიყვანა უტიფარი “არგუმენტი” “ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რაც თურმე “ეროვნული ინტერესებით” არის განპირობებული

პოლიტოლოგი :
დღეს პაპუაშვილმა მორიგ ჯერზე მოიყვანა უტიფარი “არგუმენტი” “ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რაც თურმე “ეროვნული ინტერესებით” არის განპირობებული. და კონტექსტი ისეთია, თითქოს ამის გამო ვისჯებით.
კარგად რომ გაიგოთ, რასთან გვაქვს საქმე, საყოფაცხოვრებო მაგალითზე აგიხსნით:
გყავთ ნაძირალა მეზობელი, რომდლმაც ერთი-ორჯერ მაგრად გცემათ და თქვენი კარმიდამოს ნაწილი მიისაკუთრა.
ახლა მეორე მეზობელს, თქვენს მეგობარს მიადგა და იმას ართმევს ყველაფერს.
სამეზობლოს, სამეგობროს ყელში ამოუვიდა განუკითხაობა და რითაც შეუძლიათ, ყველაფრით ეხმარებიან თავის დაცვაში.
თქვენ კი მეგობარს ეუბნებით – “ იცი რა, ძალიან მიყვარხარ, მავრამ ამ მოძალადის განაწყენება არ მინდა და თან მასთან რათაც ბიზნესი ავაწყვე. შენ გაუძელი და , თუ მოიგებ, მერე ისევ ვიმეგობროთ”.
ოჯახთან ტრაბახობთ, რა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ არ ჩაერიეთ. გულის სიღრმეში კი იცით, რომ უკვე იმ ნაძირალას ლუკმა ხართ, მაგრამ შვილებს უმალავთ.
გიკვირთ, რომ სამეგობრო სალამს აღარ გეუბნებათ და ამას მათ სიდედრებს აბრალებთ…