ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი უახლოეს დღეებში დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ალმირებული გზის ბეტონის საფარით დაფარვა. მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”