გია ჯაფარიძე: ქართულმა ოცნებამ დაიწყო ბინძური პროპაგანდის ამოქოქვა. უნამუსოდ იტყუებიან. არავინ არაფრის პროპაგანდას არ ითხოვს საქართველოსგან

პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე:
ქართულმა ოცნებამ დაიწყო ბინძური პროპაგანდის ამოქოქვა. უნამუსოდ იტყუებიან. არავინ არაფრის პროპაგანდას არ ითხოვს საქართველოსგან.
საქმე სულ სხვაგვარადაა.
ევროპის კავშირი არის უკიდურესად ქრისტიანული მორალის სივრცე, სადაც ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება. თუ ადამიანს რაიმე ნიშნით ავიწროებს რომელიმე სახელმწიფო, და თუ ეს ადამიანი რაიმე ნიშნით შევიწროების გამო ევროპის კავშირის რომელიმე ქვეყანას სთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, მაშინ ევროპული კანონმდებლობით ის პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს, ან სულ მინიმუმ მისი საქმის განხილვა ხდება და წლები გრძელდება.
წლების განმავლობაში ბევრი საქართველოს მოქალაქე მიმართავდა ევროპის ქვეყნებს, როგორც სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოში ავიწროებდნენ, ან მის უფლებებს არღვევდნენ, და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს. ასეთი შემთხვევები პირადად მინახავს. ევროპის კავშირს არ ჭირდება დამატებით მიგრანტები საქართველოდან, რომლებიც ყალბ საფუძველზე ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს.
თუ საქართველოში იქნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც რელიგიურ, სექსუალურ თუ სხვა უმცირესობებს შეზღუდავს, ბევრი საქართველოს მოქალაქე ამას გამოიყენებს პოლიტიკური თავშესაფარის და ევროპაში ლეგალურად ცხოვრების მისაღებად. ქართული ოცნების სიცრუის და აღვირახსნილი პროპაგანდის მიუხედავად, ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან და მათ ნაცვლად იაფი მუშახელი შემოყავს ქოცებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
თუ საქართველოში იქნება უმცირესობების შემზღუდავი კანონები, ამ კანონების მოშველიებით საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ ევროპის კავშირს დაცვისთვის, იქ კანონიერად ცხოვრების მოპოვებისთვის, პოლიტიკური თავშესაფარის მიღებისთვის. ამიტომ იხვეწება ევროპის კავშირი, ნუ მიიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ჩვენ შეგვიქმნის საფრთხეს.
გინდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, დაიცავი ადამიანის უფლებები, რომ მერე ეს ადამიანები მე არ მომადგნენ ყალბი საფუძვლით და არ მომთხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. სულ ესაა. ქართული ოცნება უსინდისოდ რუსულ სტილში ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, თითქოს ვინმე რამე გვთხოვს.
ევროპა არის უკიდურესად ქრისტიანული სივრცე, სადაც ადამიანებს არ აწამებს, არ კლავს, არ ამცირებს სახელმწიფო, სადაც დაცულია ყველაზე მცირე ხალხის ტრადიციები და ოჯახური ღირებულებები. ევროპის ქრისტიანობასთან ახლოს ვერ მივა ქრისტიანული მორალისგან და ქრისტიანული სწავლებისგან სრულიად მოწყვეტილი რუსული ოცნება