საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თეთნულდის სათხილამურო კურორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ.
განკარგულების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შპს „New Road“-თან ერთად, თეთნულდის სათხილამურო კურორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის დაახლოებით 4.2-კილომეტრიანი სიგრძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მასთან დაკავშირებულ საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებას შეასრულებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „New Road“-ს შორის ხელშეკრულება 20 ივნისს გაფორმდა და მხარეები მის მიხედვით ითანამშრომლებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების მიღებას დეპარტამენტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით განახორციელებს და დასრულებულ სამუშაოებს სწორედ მესტიის მერიას გადასცემს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
