მედია: 8 პირის საქმე – მოწმე მერიის თანამშრომელმა სხდომაზე განაცხადა, რომ დაზიანებული ნივთმტკიცებები გადაყარეს (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს.

სასამართლოს ამ წუთებში ჩვენებას მერიის თანამშრომელი, მიხეილ ლეჟავა აძლევს, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულუის სტატუსი იმის გამო მიანიჭა, რომ აქციაზე მერიის ბალანსზე არსებული სკამები და ინვენტარი დაზიანდა.

სწორედ ლეჟავაა ის პირი, რომელმაც აქციის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის აღწერა გააკეთა.

მოწმემ, რომელიც მთაწმინდის გამგეობაში მუშაობს, თქვა, რომ დაზიანებული სკამებისთვის ფოტოები არ გადაუღია, ასევე განაცხადა, რომ გამომძიებელებს დაზიანებული ინვენტარის შესახებ ჩანაწერი და არც დაზიანებული ნივთები არ უნახავთ.

თუ სად არის დაზიანებული ნივთმტკიცებები, მოწმემ განაცხადა რომ “გადაყარეს”.