რას ჰყვებიან გონიოში დაღუპულ ბიჭზე

გო­ნი­ო­ში, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში საყ­რდე­ნი კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი – გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობს კრი­ტი­კუ­ლად მძი­მედ ფას­დე­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ოთო დე­კა­ნა­ძეა. ის “ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში” ცხოვ­რობ­და.”ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გო­ნი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე ხა­რა­ჩოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 25-ე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, 17 ივ­ლისს, ღა­მის 23:00 სა­ათ­ზე მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა” – და­წე­რა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა თა­მაზ ბა­კუ­რა­ძემ.

გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

“ოთო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე დიდი ხა­ნია, მუ­შა­ობ­და. ეს ბიჭი ისე­თი ფრთხი­ლი იყო, საქ­მე კარ­გად იცო­და. რა მოხ­და იქ არა­ვინ იცის. ალ­ბათ შე­ნო­ბის პრობ­ლე­მაა არ ვიცი. სულ გვიყ­ვე­ბო­და, რო­გორ აწყობ­და თითო ინ­სტრუქ­ცი­ას და ვერ ვხვდე­ბი რო­გორ და­ე­მარ­თა ეს. არ მგო­ნია, მისი შეც­დო­მა იყოს. მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. ცოლი ჯერ კი­დევ ვერ ხვდე­ბა, რა ხდე­ბა მის თავს, გაბ­რუ­ე­ბუ­ლია. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ძა­ლი­ან მა­გა­რი ბიჭი იყო, ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო ძა­ლი­ან. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო ძა­ლი­ან. თბი­ლი და ყვე­ლას­თვის კარ­გი ადა­მი­ა­ნი. არ ვიცი მისი პა­ტა­რა მა­მის გა­რე­შე რო­გორ გაძ­ლებს” – უყვება “ამბები. ge“-ს – გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.