ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ლიბანთან ესკალაცია თავიდან აიცილოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ესკალაცია, განსაკუთრებით ლიბანში, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტისადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოველგვარი ესკალაციული განწყობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით ლიბანში და რომ საფრანგეთი გააგრძელებს ამ გზავნილების გადაცემას ყველა მოთამაშისთვის, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად ჩართულნი არიან ამ საკითხში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. „ჰამასი“ თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ს მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.