საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები წამყვანი საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებენ. ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლები სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდება, მათ შორის: Instagram, YouTube, Thomas Cook, Tripoto, Thrillophilia და სხვა.
ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ტურის ფარგლებში 7-კაციანი ჯგუფი თბილისში გადაიღებს ნარიყალასა და მთაწმინდას, კახეთში – ნაფარეულს, ყვარელს, მარნებს და ქვევრის მუზეუმს. ტურის მონაწილეები ეწვევიანმცხეთა-მთიანეთს, გადაიღებენ გერგეტის სამებას, სტეფანწმინდასა და გუდაურს, ქვემო ქართლში კი – დაშბაშის კანიონს; იმერეთში – ქუთაისსა და წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს; სამეგრელოში – მარტვილის კანიონს; სვანეთში – უშგულსა და მესტიას; ხოლო აჭარაში – ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.
ვიდეოკლიპში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ბუნება, სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები, ქართული სამზარეულო და ღვინო.
