სასამართლოსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

4 წლით და 6 თვით პატიმრობა ანრი კვარაცხელიას – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო ქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორი არის საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თვალები აქვთ ახვეული და სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის: „მოგეკითხებათ“, „დაბრმავებული სამართალი“, „უდანაშაულოა“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ მაისურები აცვიათ.