გახარიას თქმით, “ოცნებას” ევროპაში რუსული “კლიჩკა” აქვს – “ლუნატიკებს” ეძახიან”

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველთან ამბობს, რომ საქართველოში მაშინ დაბრუნდება, როცა თავად გადაწყვეტს და ეს არავისი საქმე არაა.
იგი საუბრობს ლელოსთან კავშირზე და ამბობს, რომ ჯერ საერთო კანდიდატი არჩეული არ ჰყავთ, თუმცა, რომ “ლელოსთან” კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა.
“ჩვენ “ლელოს“ ლიდერებთან კომუნიკაცია და კავშირი ყოველთვის გვქონდა, ამ მემორანდუმზე საუბარიც იქამდე დაიწყო, ვიდრე მათი დაპატიმრება მოხდებოდა” – ამბობს ის.
გახარია ამტკიცებს ასევე, რომ ოცნების ლიდერებს ევროპაში რუსული ზედმეტსახელი აქვთ და “ლუნატიკებს” ეძახიან:
“ჩვენი ხელისუფლება, ეს უსუსურები და უდღეურები, გამოდიან და ადამიანებს, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, მშვიდობას და მომავლის გარანტიებზე ესაუბრებოდნენ, თავს შევწირავთო კორუფციასო, იძახიან და ერთმანეთს სისხლიან გარჩევებს უწყობენ, მოპარული ბიტკოინები ვერ გაუყვიათ და ესენი თურმე კორუფციაზე თავის შეწირვას აპირებენ, მე ამათ დიდი ხანია კლოუნებს ვეძახი, რადგან კლოუნები არიან. ევროპაში ამათ უკვე “ლუნატიკებს“ ეძახიან, რადგან არანორმალურად იქცევიან.”