ზელენსკი: თუ წააგებს, პუტინი სადილზე მიგირთმევთ მთელს ევროკავშირთან, ნატოსთან და დემოკრატიასთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება დასავლეთის ქვეყნების დახმარებაზეა დამოკიდებული. როგორც ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლეთმა დაკარგა [ამ ომის] გადაუდებლობის შეგრძნება, ხოლო ბევრმა უკრაინელმა – ეგზისტენციალური საფრთხის განცდა“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა გავლენა უნდა მოახდინონ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ მათ კიევის დახმარების საკითხი გადაწყვიტონ, რაც მისივე თქმით, „ევროპელთა ინტერესშია“.

„ჩვენთვის ფულის და იარაღის მოცემით საკუთარ თავს ეხმარებით. თქვენ საკუთარ შვილებს იცავთ და არა ჩვენსას. თუ წააგებს, პუტინი თავის ჯარებს დასავლეთისკენ მიმართავს. ის სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი. ის სისხლს გრძნობს, თავის ძალას გრძნობს და სადილზე მიგირთმევთ მთელს ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა