ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე გაიმართება.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში