კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„თქვენი აქ ყოფნა, დიდი პატივია, განსაკუთრებით კი კენსინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რომელიც განსაკუთრებული ხელშეკრულებაა, რადგან ის ჩვენს ქვეყნებს შორის პირველია“, – განუცხადა კირ სტარმერმა ფრიდრიხ მერცს.
დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების პუნქტს შეიცავს და ქვეყნებს შორის კავშირებს აძლიერებს, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში.
ცნობისთვის, ეს ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში