სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” Best Shorts Competition-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

GAFA-ს კურსდამთავრებულმა სოფო ბერიშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მისმა ფილმმა “ილუზია” კალიფორნიაში, Best Shorts Competition-ზე, ნომინაციებში: დამსახურების ჯილდო – რეჟისურა და დამსახურების ჯილდო, სპეციალური აღნიშვნა – კინემატოგრაფია გაიმარჯვა.
ფილმი „ილუზია“ სურეალისტური დრამაა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში