გიორგი გახარია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ გენერალურ მდივან ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ევროპის სოციალისტური პარტიის” გენერალური მდივან ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ არჩევნებამდე საქართველოში მიმდინარე „შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებს“.
„მადლიერი ვარ ნაყოფიერი შეხვედრისთვის ჯაკომო ფილიბეკთან, რომელიც არის „ევროპის სოციალისტური პარტიის“ გენერალური მდივანი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც ვითარდება მუნიციპალურ არჩევნებამდე, ასევე პარტია „საქართველოსთვის“ მიზანზე, გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრი“,- აცხადებს გიორგი გახარია.