გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კაიშაურები, მთა ვარცლა, არაგვისპირი, მისაქციელი, ფასანაური, ანანური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში – ზემო ლისზე, წოდორეთში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, იორი, ანანური, ეთვალისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში – ვაჟა-ფშაველას, ბორბალოს, ერისთავის, ყურშავიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში