უვადო პატიმრობა მიესაჯა 30 წლის კაცს, რომელმაც 2024 წელს გარდაბანში და მოკლა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და 18-წლიანი პატიმრობის ნაცვლად თავისუფლების უვადოდ აღკვეთა შეუფარდა 30 წლის კაცს, რომელმაც 2024 წლის 16 მაისს გარდაბანში თავისი და მოკლა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ იმავე დღეს დააკავა და შემთხვევის ადგილიდან ამოიღო დანაშაულის იარაღი, დანა. ის დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე – ბრალში ასევე ფიგურირებდა 109-ე მუხლის ქვეპუნქტები, რომლებიც გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის და წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მკვლელობას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს