სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზაში კათოლიკური ეკლესია დაზიანდა, არიან დაშავებულები

სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზაში კათოლიკური ეკლესია დაზიანდა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
იერუსალის ლათინური საპარტრიარქოს ცნობით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მანამდე, ღაზაში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხევევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თავდასხმაში დაადანაშაულა.
„თვეების განმავლობაში ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები მიუღებელია. მსგავსი დამოკიდებულების გამართლება არანაირ სამხედრო მოქმედებას არ შეუძლია“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს