ანა წითლიძე – ე.წ პრემიერია, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია – „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო“.
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. „ნაციონალური მოძრაობას“ 13 წელია ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით ემუქრება და ეს გასაგებიც არის- “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ევროინტეგრაცია და თავისუფლების იდეა მოკლას. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად. ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა არის, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა. “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს, რა ბრძოლაში ვართ. გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით და რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს