მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დრონებით შეტევას

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, რომელზეც ს ჯარებმა იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში და ერთი ადამიანი დაიჭრა ქალაქ კრივოი-როგში. დაზიანებულია სახლები და საწარმოები.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 17 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ზე მორიგი შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულება დნეპროპეტროვსკის ოლქი იყო, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 64 დამრტყმელი დრონი.
სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, 5 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს. 23 დრონით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია ხუთ ადგილზე.
ფორუმი