დედაჩემი დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთანაა, მხოლოდ 30 წუთით რთავენ ინტერნეტს, გთხოვთ დაუშვათ ტელევიზია – რუსლან სივაკოვი მოსამართლეს

დედაჩემი დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან არის, მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს – ასე მიმართა დღეს სინდისის პატიმარმა რუსლან სივაკოვმა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს და სთხოვა რომ პროცესზე ტელევიზიისთვის გადაღების უფლება დაერთო.
მან ისაუბრა უკრაინაზე და თავისი სიტყვა საქართველოზე სიყვარულის გამოხატვით დაასრულა.
“გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს, დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან, იქ არ არის ტელევიზია არ არის კავშირი მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ”, – განაცხადა სივაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)