რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გმობს. მათი თქმით, ისრაელის ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
„სირიაში ძალადობის ახალი ტალღა ღრმად შემაშფოთებელია. რუსულმა მხარემ არაერთხელ დაგმო ისრაელის მიერ ძალის თვითნებური გამოყენება სირიაში. ეს თავდასხმები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მკაცრად დაგმობას იმსახურებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, ისრაელმა ოთხშაბათს დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია. ამასთან, ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სამთავრობო ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.
