„ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად ხაზარაძის და გახარიას პარტიების აკრძალვას შეეცდება

„ქართული ოცნება“ „ლელოს – ძლიერი საქართველოსთვის“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალავასაც შეეცდება, მიუხედავად მათი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა.
როგორც ირაკლი მ განაცხადა, „არჩევნებში მონაწილეობა არაფერს ცვლის“.
„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ — ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა კობახიძემ.
ოთხ პარტიაში, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, „ლელო — ძლიერი საქრათველო“ და „გახარია — საქართველოსთვის“.
ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარტიების აკრძალვას ამარტივებს და რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციოს სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელსაც მის მიერ უკვე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის იდენტურად მიიჩნევს.
„ქართულმა ოცნებამ” აპრილში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, რისი მიზეზიც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გაზრდაა.
მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის საქმიანობის შემსწავლელი კომისია მუშაობას 5 მაისს დასრულდება, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი, თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელი იქნებოდა ყველა იმ საჭირო პროცედურის გავლა, რაც ოპოზიციური პარტიების ასაკრძალადაა საჭირო. თუმცა კომისიას ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელდა.